27 მაისი 2024,   05:00
ვრცლად
აშშ-ში დღე-ღამეში COVID-19-ის რეკორდული - 127 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპა პანდემისათან ბრძოლაში კვლავ მკაცრი რეგულაციების გატარებას აგრძელებს. მონაცემები ყოველდღიურად რეკორდულია. ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული - 60 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში, მონაცემი გერმანიაში 22 ათასზე მეტს, იტალიაში კი 38 ათას ახალ შემთხვევას აღწევს.

ოთხ კვირიან კარანტინს აწესებს ლატვია, ქვეყანაში დახურულ სივრცეში 10-ზე მეტი პირის შეკრება იკრძალება. რესტორნები კი მომხმარებლებს მხოლოდ მიტანის სერვისს შესთავაზებენ.

კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა შეერთებულ შტატებში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული - 127 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მზარდია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. კორონავირუსი დაუდასტურდა თეთრი სახლის აპარატის უფროსსაც. 

დღის ამბები