17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
დაინიშნება ახალი არჩევნები და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეყოლება ახალი ადმინისტრაცია - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ხატია დეკანოიძემ, დღეს, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დაინიშნება ახალი არჩევნები და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეყოლება ახალი ადმინისტრაცია.

"ჩვენ ერთი სამშობლო და ერთი მომავალი გვაქვს. უკან დასახევი გზა კი არ გვაქვს. დიახ, ხმები მოგვპარეს. ოლიგარქს და მის ადიუტანტებს უნდა ვუთხრათ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნება, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ეყოლება ახალი ადმინისტრაცია და ეს ადამიანები მიიღებენ ყველაფერს, რასაც იმსახურებს ჩვენი სამშობლო,"- განაცხადა პარლამენტის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბლოკიდან "ენმ - ძალა ერთობაშია", ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები