"სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპორციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს - ამის შესახებ "ქართული ოცნება" წევრმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, აქციის ორგანიზატორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით.
"აქციის ორგანიზოტორებმა აბსოლუტური იგნორირება გაუკეთეს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებას კოვიდინფექციის პრევენციასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც მათ აქცია ჩაუფლავდათ, გადაინაცვლეს ცესკოსთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ასევე არ გაითვალისწინეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების მოწოდება, პროტესტი მშვიდობიანი გზით გამოეხატათ. მათ სცადეს ცესკოს შენობაში შეჭრა. ესროდნენ ქვებსა და სხვადასხვა ნივთებს პოლიციელებს, რასაც მოჰყვა საპასუხო რეაქცია პოლიციის მხრიდან. როგორც ჩანს, მათ არ მოსწონთ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დაახლოებით 30 უბანზე უკვე გადაითვალა ბიულეტინები, დამატებით სასამართლოს დავალებით მიმდინარეობს 10-მდე უბანზე გადათვლა, ჯერჯერობით, ამ გადათვლის შედეგად რაიმე არსებითი დარღვევა გამოვლენილი ვერ იქნა, არათუ გაყალბების რაიმე ფაქტი. ვუერთდებით ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდებას და ჩვენც კატეგორიულად მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაიცვან რეგულაციები და ასევე არ გასცდნენ პროტესტის მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო ყველა კანონდარღვევას უპასუხებს პროპროციულად და არ დაუშვებს მათი მხრიდან კანონის ჩარჩოებიდან გასვლის ნებისმიერ პრეცედენტს და ასეთ მცდელობებს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.