სამოქალაქო მოძრაობა "სირცხვილია" კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული რეგულაციების შესრულებას არ აპირებს, რომლის მიხედვითაც საღამოს 10 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეზღუდულია.
"დაუმორჩილებლობა" - ამ სათაურით "სირცხვილიამ" სოციალურ ქსელში ღონისძიება შექმნა, რომლითაც მომხრეებს პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებისკენ და რეგულაციების დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა.