"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ისინი არ აპირებენ მოუწოდონ მოქალაქეებს 10 საათის შემდეგ დარჩნენ ან წავიდნენ.
"ევროპული საქართველო" არ აპირებს აქ მოწოდებას, რომ 10 საათის შემდეგ ადამიანები აქციაზე დარჩნენ ან წავიდნენ. ვაპირებთ, რომ ჩვენი განწყობა გამოვხატოთ. ჩვენ იმას ვიტყვით, რომ ფარისევლობაა 10 საათის შემდეგ, კომენდანტის საათის დაწესება და ასე ბრძოლა კოვიდთან, როდესაც გუშინ წყლის ჭავლით ებრძოდნენ პანდემიის ფონზე ადამიანებს. ეს იმას ნიშნავს, თუ როგორ სძულს ივანიშვილს ადამიანები. ეს ყველაფერი პოლიტიკური მიზანშეწონილობის ამბავია, სხვა მხრივ გადაწყვეტილება თავად ადამიანებმა უნდა მიიღონ," - განაცხადა რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაზე ირმა ნადირაშვილმა.