17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
უსინდისო ვიყო, მე, ნიკა მელია და რამდენიმე ლიდერი რომ არ ვყოფილიყავით, სისხლი დაიღვრებოდა - ალეკო ელისაშვილი აქციაზე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ახლა ცესკოსთან მოლაპარაკებები დაგვიანებულია.

როგორც ელისაშვილი ამბობს, გუშინ ოპოზიცია ცესკოსთან მოლაპარაკებას სიტყუციის განმუხტვისთვის ითხოვდა.

"ამ ღარიბ, ამ ღატაკ, ამ გასაცოდავებულ ქვეყანას, რომელიც კორონას გამო კიდევ უფრო გაღარიბდა, ასეთ ქვეყანას კიდევ ასეთი პოლიტიკური კრიზისი უნდა?! კიდევ ასეთი ჯანჯღარი უნდა?! ნამუსი არ აქვთ იმ ხალხს ხელისუფლებაში?! თამარ ჟვანიას ნამუსი არ აქვს?! შეიძლება ასე ჩაბღაჭებული იყო ამ ყველაფერს? შეიძლება ისეთი განცხადება გაავრცელო, ცესკომ რომ გაავრცელა, მოლაპარაკებისთვის მზად ვართ, ბიჭო გაერო ხარ შე დალოცვილო, ეუთო ხარ?! ვინა ხარ, რა მოლაპარაკება. ცესკოს ხელფასს ვუხდით, უზარმაზარ ფულს ვიხდით იმაში, რომ არჩევნები ჩაატაროს და ხმები დაითვალოს. 

გუშინ მოლაპარაკებას ვითარების განმუხტვისთვის ვითხოვდით იქ, ისეთი ამბები ხდებოდა. უსინდისო ვიყო, მე, ნიკა მელია და კიდევ რამდენიმე ლიდერი რომ არ ვყოფილიყავით, ძალიან დიდი სისხლი დაიღვრებოდა. აქეთა მხრიდანაც იყვნენ ძალიან ეგზალტირებული ბიჭები, იქიდანაც ის სპეცრაზმელები, რომლებიც თავს ძლივს თოკავდნენ. იყო არმატურების და ქვების სროლა, იქიდან წლის ჭავლი, მერე მოემატა ნასვამი ხალხი, ჩვენ ძლივს ვაკავებდით. ცესკოსთან რა გვაქვს მოსალაპარაკებელი," - განაცხადა ელისაშვილმა. 

დღის ამბები