ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას, ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შეეშვან წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ადამიანებთან ჭიდაობას.
"ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის არის, ეს უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც შესაძლოა გადაწყვიტა, რომ მოდი ახლა, მე თავებს დავითვლი და ამ ქვეყანაში არჩევნებს აღარასოდეს ჩავატარებო.
მინდა ხელისუფლებას მივმართო - შეეშვით თავების დათვლას, ადამიანებთან ჭიდაობას, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებს, გაზს, იმიტომ, რომ ხალხთან ჭიდილი არცერთ ხელისუფლებას არ გასვლია. ჩვენ ვართ ამაყები, რომ ვართ იმ მხარეს, სადაც უნდა ვიდგეთ. ეს ჩვენი სიმართლე და ჩვენი მომავალია. ნუ ეგონება ბიძინა ივანიშვილს, რომ ერთობას დაარღვევს. არ უნდა მოვეშვათ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, იმედი და თავისუფლებაა,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.