17 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა

ვახტანგ გომელაური დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

საელჩოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სამინისტრომ მიაწოდა ინფორმაცია 8 ნოემბერს, თბილისში, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართული აქციის მიმდინარეობის შესახებ.

უწყების ინფოორმაციით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაინტერესდნენ სამინისტროს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებებით, რომლებიც უკავშირდება მიმდინარე შეკრებებისა და საპროტესტო აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას.

სამინისტრომ გამოთქვა მზაობა, შეკრებების დროს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და მათზე პოლიციის რეაგირების შესახებ ინფორმაცია პარტნიორებს პროაქტიულ რეჟიმში მიაწოდოს.

დღის ამბები