17 ნოემბერი 2024,   17:46
ვრცლად
ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი გახდეს, არჩევნების შედეგების პატივისცემა და სამუშაო პროცესში შესვლაა - არჩილ თალაკვაძე 

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი ქვეყანაში არჩევნების შედეგების პატივისცემა და სამუშაო პროცესში შესვლაა. "ღამის კურიერის" ეთერში, თალაკვაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" დისკუსიისთვის მზად არის. 

"ჩვენ იმთავითვე განვაცხადეთ, რომ ერთადერთი გზა, რომელიც შეიძლება მომავალი პოლიტიკური სტაბილურობის საფუძველი გახდეს, ეს არის პირველ რიგში არჩევნების შედეგების პატივისცემა და რა თქმა უნდა, სამუშაო პროცესში შესვლა. მათ შორის დისკუსია, საუბარი და მუშაობა, რასაც ნორმალური პოლიტიკური პროცესი მოიცავს, ამიტომ, ჩვენი მზადყოფნა ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნების ლიდერებმა არა ერთხელ დავაფიქსირეთ.

რასაკვირველია, ახლაც ჩვენი პოზიცია კვლავ ძალაშია, ამასთან დაკავშირებით. მეტსაც გეტყვით, რომ ჩვენ მიგვაჩნია რომ საზოგადოების გამაერთიანებელი და ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს, ძლიერი საზოგადოების ჩამოყალიბების მისია და ეს ამოცანა შეუძლია ქართულ ოცნებამ იტვირთოს, განსაკუთრებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში, სადაც ჩვენ მთელი რიგი დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ იმისთვის, რომ საზოგადოების პრაქტიკულად, ყველა ნაწილის ხმა, მათი პოლიტიკური გემოვნება და მოსაზრებები ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. იგივეს მოგვიწოდებენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მეგობრები, მთელი დასავლური საზოგადოება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები