საქართველოს საკითხებზე ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფი საქართველოს მთავრობასა და ხალხს არჩევნების წარმატებით ჩატარებას ულოცავს - შესაბამისი წერილი ბრიტანეთის პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარემ ჯონათან ჯანოგლიმ ბრიტანეთში საქართველო ელჩ სოფიო ქაცარავას გაუგზავნა.
"ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს პარლამენტმა გამოიჩინა მნიშვნელოვანი ძალისხმევა ბოლო პერიოდში გატარებული საარჩევნო რეფორმის მეშვეობით საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების გასამყარებლად. გამოვთქვამთ იმედს, რომ ამით უზრუნველყოფილი იქნება მყარი საფუძველი დემოკრატიული ღირებულებების შემდგომი ხელშეწყობისთვის, რომლებიც, მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნისთვის,"- აღნიშნულია ჯონათან ჯანოგლის წერილში.