შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართება. მთავრობის ადმინისტრაციაში მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად სრული მზადყოფნაა.
დღესვე დაგეგმილია ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა პატრიარქთან და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რის შემდეგაც პომპეო თბილისს დატოვებს.
მაიკ პომპეო მთავრობის კანცელარიაში მისვლამდე ორბელიანის სასახლეში იმყოფებოდა სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, აუდიენციას კელი დეგნანიც ესწრებოდა.