ამერიკის სახელმწიფო მდივანმა საქართველო დატოვა.
მაიკ პომპეოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ეს წუთია გაფრინდა.
აშშ-ს სახელწიფო მდივანი მეუღლესა და დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისიდან თელავივში მიემგზავრება.
4 ოფიციალური შეხვედრა სამი საათის ინტერვალში და არცერთი პრესკონფერენცია - ასეთი იყო თბილისში მყოფი ამერიკის სახელმიწფო მდივნის დღევანდელი დღის განრიგი.
პირველი შეხვედრა მაიკ პომპეომ ათონელის სასახლეში პრეზინდეტთან გამართა, ამის შემდეგ გაიმართა აუდიენცია მთავრობის კანცელარიაში პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, საიდანაც საპატრიარქოში გადაინაცვლა პატრიარქთან შესახვედრად. გამგზავრებამდე კი მაღალი რანგის სტუმარი არასამთავრობო სექტორს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრას ესწრებოდა კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
მაიკ პომპეოს არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ და მმართველ პარტიებთან, ასევე მისი განრიგი ისევე, როგორც პარიზსა და სტამბოლში, არ მოიცავდა ბრიფინგებს მედიისათვის.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა მაიკ პომპეომ საკუთარი ტურის ევროპული ნაწილი თბილისში დაასრულა.