17 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებასთან, იმისთვის რომ მივაღწიოთ ახალ არჩევნების დანიშვნას - ბადრი ჯაფარიძე

ოპოზიციასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ის შეთანხმების მიხედვით, საუბრის დეტალებს ვერ გაასაჯაროებს.  

"იმისათვის რომ ჩვენ მოვახერხოთ შეთანხმების მიღწევა, არ ვასაჯაროებთ საუბრების დეტალებს, ეს ჩვენი შეთანხმებაა. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ კონსტრუქციულად, გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებასთან, იმისათვის რომ მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნას. ძალიან ყურადღებით წავიკითხე სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, იქ არის აღნიშნული თუ რა დარღვევებს ჰქონდა ადგილი," - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ოპოზიციასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილეს შორის შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თბილისი უკვე დატოვა, თუმცა მისი მოადგილე, ფილიპ რიკერი კვლავ თბილისშია და შეხვედრებს მართავს. 

დღის ამბები