17 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება, მშვიდად, წყნარად და კონსტიტუციურად - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მოადგილესთან  შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ  შეხვედრაზე, უბრალოდ, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. 

"ჩვენ მას არჩევნების გაყალბების ძალიან კონკრეტული დეტალები ვუთხარით, ასევე ის, თუ როგორ არ მუშაობს ჩვენთან ინსტიტუციები, მაგალითად, როგორ არ იღეს ყურად საჩივრები საარჩევნო კომისიაში. მათი მხრიდან ამ ყველაფერზე არის წუხილი და უნდათ, რომ პარლამენტი და დემოკრატია ფუნქციონირებდეს და არჩევნებისადმი რწმენა იყოს. მათ ასევე გვითხრეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ მოვლენათა განვითარება, მშვიდად, წყნარად და კონსტიტუციურად. დღეს მოლაპარაკებები არ ყოფილა, უბრალოდ, აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები