"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოსგან დემოკრატიულ ნაბიჯებს ელოდება. ეს განცხადება მან აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის შეფასებისას გააკეთა.
"ამერიკა საქართველოსგან დემოკრატიულ ნაბიჯებს ელოდება და არა იმ ფეოდალურ წყობილებას, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში არის. სიმართლე რომ ვთქვა, სერიოზულად რაზე უნდა ელაპარაკო ჩვენს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ნამდვილად არ ვიცი.
მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ესმოდეს, რომ მიუხედავად რთული ვითარებისა, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს ყურადღებით აკვირდება და საქართველოში მიმდინარე პროცესები, ყველა შემთხვევაში, მნიშვნელოვანი იქნება,"- აცხადებს ნინო ბურჯანაძე.