17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ტინი კოქსზე თავდასხმებით სააკაშვილი თავს ესხმის საერთაშორისო ინსტიტუტებს - საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი

მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას ტინი კოქსზე საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი გამოეხმაუარა. კეროლ ბიურო-ბონარდი სოციალურ ქსელში წერს, რომ სააკაშვილი სერიოზულ საფრთხეს უქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მე-2 რაუნდის ჩასატარებლად აუცილებელია.

"ტინი კოქსზე თავდასხმებით ყოფილი პრეზიდენტი რეალურად თავს ესხმის საერთაშორისო ინსტიტუტებს, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას," - წერს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელს ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა.

დღის ამბები