17 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ჩვენ იქამდე ვუჭერთ მხარს ამ პროცესს, სანამ პარტიები კონსტრუქციულად მსჯელობენ - კელი დეგნანი

საქართველოში ამერიკის სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, პოზიტიური ნიშანია ის, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

"ძალიან პოზიტიური ნიშანია, რომ პოლიტიკური პარტიები ჯერ კიდევ ერთად მუშაობენ და ცდილობენ, გამოსავალი იპოვონ. ვფიქრობ, ეს ნამდვილად პოზიტიური ნიშანია. ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა არ უნდა გადაწყვიტოს, საკითხი საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ. ისინი მუშაობენ იმისთვის, რომ ეს საკითხი გადაიჭრას. ჩვენ იქამდე ვუჭერთ მხარს ამ პროცესს, სანამ ისინი კონსტრუქციულად მსჯელობენ," - აცხადებს კელი დეგნანი

არჩევნების მეორე ტურამდე ერთი დღით ადრე, პოლიტიკური მოვლენების ეპიცენტრი ამჯერად ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაა. დილიდან შუამავალ ელჩებთან მოლაპარაკებები განსხვავებული ფორმატით მიმდინარეობს. კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე ხვდებიან.

დღის ამბები