მაიკ პომპეო საქართველოსა და ისრაელში ვიზიტის შესახებ "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს სახელმწიფო მდივანმა პოსტს ამ ქვეყნებში მოგზაურობის ვიდეოც დაურთო .
"სასიამოვნო იყო ამ კვირას თბილისსა და იერუსალიმში პროდუქტიული შეხვედრებისთვის სტუმრობა და ჩვენი მოკავშირეების, საქართველოსა და ისრაელის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის მიმართ შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერის დადასტურება," -წერს პომპეო.