17 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
კონსენსუსის საჭიროებას როდესაც აღვიქვამთ და ვხედავთ ყველა მხარე, ეს ძალზე მნიშვნელოვანია - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნავს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების პროცესში გამოიკვეთა გარკვეული თემები, რომელთან დაკავშირებითაც თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მიხეილ სარჯველაძე კონკრეტულ თემებს პროცესის ფორმატიდან გამომდინარე არ ასახელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ პროცესში ჩართული ორივე მხარე კონსენსუსის საჭიროებას ხედავს.

"უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებების პროცესში საზოგადოდ ალბათ ყველაზე მეტად რაც გამოიკვეთა, ეს არის გარკვეული თემები, რომელთან დაკავშირებითაც თანამშრომლობა იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და ალბათ ეს არის ყველაზე მთავარი რამ, რაც გვაფიქრებინებს, რომ შეიძლება შედგეს შეთანხმება იმიტომ, რომ ყველა მხარე კარგად ხედავს ქვეყნისთვის იმ საჭიროებას, რომელიც არსებობს. ასე კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით არ ღირს ამ ეტაპზე ალბათ, რომ ვისაუბროთ, რაკი ასე შეთანხმდა ფორმატიც და ამაზე ყველა ვთანხმდებით, რომ საერთაშორისო პარტნიორების, ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით რა მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს, უშუალოდ იქ მაგიდასთან განსახილველი საკითხების დეტალებთან დაკავშირებით არ ვსაუბრობთ, ამდენად, მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული თემების დასახელება, თუმცა რა თქმა უნდა, რომ ზოგადად კონსენსუსის საჭიროებას როდესაც აღვიქვამთ და ვხედავთ ყველა მხარე - ეს ძალზედ მნიშვნელოვანია.

ყველა მხარეში, რა თქმა უნდა ვგულისხმობ იმას, რომ ზოგადად ორმხრივია ეს დამოკიდებულება, თუ მთავარ მხარეებს ვიგულისხმებთ ამ შემთხვევაში საუბარია ხელისუფლებაზე და ოპოზიციის მხარეზე. იქ არის ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ბოიკოტია სწორი გამოსავალი შექმნილი ვითარებიდან, არის ნაწილი, რომელსაც ბუნებრივია, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები ამ პოზიციასთან დაკავშირებით აქვს, მე მაინც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

დღის ამბები