15 მაისი 2024,   23:12
ვრცლად
ავსტრალიაში, ქალაქ პერტში ხანძარია

ხანძრის შედეგად 6 მეხანძრე დაშავდა ავსტრალიაში. ცეცხლმა 71 სახლი და 9 ჰექტარი ტერიტორია გაანადგურა. ცეცხლი ქალაქ პერტში ტყეს გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილიდან ასობით მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. აღსანიშნავია რომ ქალაქში 5 დღიანი ლოქდაუნია გამოცხადებული, რომელსაც ვადა პარასკევს ეწურება.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ევაკუაციის ცენტრებში პირბადეების ტარებისკენ და თვითიზოლაციისკენ მოუწოდებენ.

დღის ამბები