26 მაისი 2024,   16:36
ვრცლად
ავსტრალიაში 3000 წლის შემდეგ პირველად ტასმანიური ეშმაკები დაიბადნენ

ტასმანიური ეშმაკები 3000 წლის შემდეგ მატერიკულ ავსტრალიაში, თავიანთ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში ისევ დაიბადნენ.  ამის შესახებ  Reuters- წერს.

ველურ ბუნებაში ტასმანიური ეშმაკების 25 ათასამდე ერთეულია დარჩენილი და დიდი  ხნის განმავლობაში თავის ჰაბიტატში არ მრავლდებოდნენ. მატერიკზე თავის დროზე ისინი დინგო ძაღლებმა გაანადგურეს. 

ტასმანიური ეშმაკები გადაშენების პირას მყოფ ცხოველებად ითვლებიან. ისინი 2008 წელს წითელ წიგნში შეიყვანეს.

ამჯერად ველური ბუნების პირობებში 7 პატარა ტასმანიური ეშმაკი დაიბადა და არსებობს მოლოდინი, რომ ისინი პოპულაციის აღდგენას ხელს შეუწყობენ.

2020 წელს გარემოსდაცვითმა ორგანიზაცია Aussie Ark-მა ველურ ბუნებაში 26 ტასმანიური ეშმაკი გაუშვა, მალე იგეგმება კიდევ 40-ის გაშვება.

ტასმანიური ეშმაკი - ხორცისმჭამელი ჩანთოსანია. ეშმაკი მას დამახასიათებელი შავი შეფერილობის, ბასრი კბილებისა და აგრეთვე გამყინავი ყვირილისა და ღრიალის გამო უწოდეს.

დღის ამბები