26 მაისი 2024,   22:02
ვრცლად
2 ქალი 19 მამაკაცზე დაქორწინდა, მათ 300 000 დოლარზე მეტი იშოვეს - ჩინეთში სკანდალური ქორწინებების საქმე გახსნეს

ჩინეთში ორი ქალის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღძრეს, რაც მათ 19 მამაკაცი მოატყუეს, რომლებსაც ქალებზე დაქორწინება სურდათ. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.

ქალები, სამ თანამზრახველთან ერთად, მამაკაცებს არწმუნებდნენ, რომ ქორწილი ოფიციალური რეგისტრაციის გარეშე ჩაეტარებინათ. აღნიშნული ხერხის მეშვეობით, ჩინელმა ქალებმა 2 წლის განმავლობაში "ქმრებისგან" მოტყუებით მრავალი საჩუქარი მიიღეს, რომელთა საერთო ღირებულებაც 2 მილიონი იუანი იყო (300 000 აშშ დოლარზე მეტი).

თაღლითური სქემის შესახებ ცნობილი გახდა 2021 წლის მარტში, როდესაც ერთ-ერთმა მსხვერპლმა სოციალური ქსელის მეშვეობით პირდაპირ ეთერში მისი მეუღლის ქორწილი ნახა. ქალი ცოლად სხვა მამაკაცს მიჰყვებოდა. ფაქტის შემდეგ მან და კიდევ ერთმა მსხვერპლმა მამაკაცმა პოლიციას მიმართეს.

ორი ქალის დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მათ 19 მამაკაცი მოატყუეს. 

დღის ამბები