27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
კიმ კარდაშიანი და მისი შვილები კორონავირუსით, სავარაუდოდ, კუნძულზე, დახურულ წვეულებაზე დაინფიცირდნენ - ვარსკვლავი ინფორმაციას უარყოფს

დახურული წვეულება კუნძულზე - ჟურნალისტების მტკიცებით, ამერიკელი რეალითი-შოუს ვარსკვლავი კიმ კარდაშიანი და მისი შვილები კორონავირუსით პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად გამართულ ხმაურიან დაბადების დღის წვეულებაზე დაინფიცირდნენ. 

წვეულება გასულ წელს, ოქტომბერში გაიმართა და კარდაშიანს პირველი სიმპტომები კუნძულიდან დაბრუნებიდან 10 დღის შემდეგ გამოავლინდა.

თავად რეალითი-შოუს ვარსკვლავი ამბობს, რომ წვეულება და ვირუსი ერთმანეთთან კავშირში არ არის, ამის შესახებ მან შოუს ახალ ეპიზოდში ისაუბრა. 

კარდაშიანი კრიტიკის ქარ-ცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, რაც სოციალურ ქსელებში საკუთარი დაბადების დღის ფოტოები გამოაქვეყნა, იმ დროს, როდესაც პანდემიით გამოწვეული მსხვერპლი ყოველდღიურად იზრდებოდა. კარდაშიანი ამტკიცებს, რომ წვეულებამდე ყველა სტუმარმა 2-კვირიანი კარანტინი გაიარა და კორონავირუსზე შემოწმდა.  

"კორონავირუსით კუნძულზე არავინ დაინფიცირებულა," - ამბობს რეალითი-შოუს ვარსკვლავი. 

აშშ-ში კორონავირუსის 33 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ვირუსმა 600 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. 

დღის ამბები