04 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალის ვინაობა ცნობილია - "მის სამყარო" ინდოელი ქალი გახდა

"მის სამყარო 2021-ს" ვინაობა ცნობილია - საპატიო ტიტული "მის ინდოეთმა", ჰარნააზ სანდუმ მოიპოვა.

21 წლის გოგომ 79 მეტოქე დაამარცხა სხვადასხვა ქვეყნიდან. სანდუ ქალების უფლებების დამცველი და მისი ინსპირაცია კინოს ინდოელი ვარსკვლავი, პრიანკა ჩოპრაა. თავისუფალ დროს "მის სამყარო" იოგას, ცეკვას, სამზარეულოს, ცხენით ჯირითსა და ჭადრაკის თამაშს უთმობს.

"მე მჯერა ჩემი თავის, ამიტომაც ვდგავარ დღეს აქ," - აღნიშნა სანდუმ პუბლიკის აპლოდისმენტების ფონზე.

კონკურსი ისრაელში, ქალაქ ელიათში ჩატარდა. მასში მონაწილეობას 80 ქალი იღებდა.

დღის ამბები