18 მაისი 2024,   22:32
ვრცლად
აფეთქება გლდანში - დაშავებულია 5 ადამიანი

გლდანში, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. 

"რამდენიმე წუთის წინ უყურადღებოდ, ღიად დატოვებული გაზქურის გამო აფეთქება მოხდა გლდანში, ხუთი ადამიანი დაშავდა ამ შემთხვევის დროს. საბედნიეროდ ყველა გადარჩა. ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იყო.

გთხოვთ, მაქსიმალურად ყურადღებით იყოთ! არ დატოვოთ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების სიცოცხლეს" - წერია "თბილისი ენერჯის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები