20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"ბევრი სახლი აქვთ, თქვენც მიგიღებენ და გაცხოვრებენ...არავის მივცემთ საშუალებას, სახელმწიფო მიწები მიიტაცონ" - კახა კალაძე უკანონო მშენებლობების დემონტაჟზე

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ორხევის დასახლებაში სახლების დემონტაჟს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მიწების მიტაცება დაუშვებელია. 

როგორც კალაძე განმარტავს, ორხევის დასახლებაში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახს სხვა ბინებიც აქვთ.

"საკმაოდ ბევრი სახლი აქვთ, თქვენც მიგიღებენ და გაცხოვრებენ, თუ სურვილი გექნებათ. მარტივად ვიტყვი, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი პროგრამა. რაც შეეხება უსახლკაროებს, რა თქმა უნდა, არსებობს ასეთი ოჯახები. დღევანდელი მდგომარეობით, 400-მდე ასეთი ოჯახია. ჩვენ ამ ადამიანებს ვეუბნებით, რომ დღეს თუ შენ არ გაქვს საშუალება, ხარ უსახლკარო და გაქვს ეს სტატუსი, ჩემი დაპირება იყო საარჩევნოდ, რომ ყველა ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული, გადაეცემა საცხოვრებელი ფართები, რომლებიც მუნიციპალური საცხოვრისი იქნება და უპრობლემოდ ექნებათ საშუალება იცხოვრონ ამ ადამიანებმა. ჩვენ ამ დაპირების შესრულებას ვიწყებთ, ამ თვეში 15-16 ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული.

გვაქვს ასევე მეორე პროგრამა, თუ ამ ადამიანებს არ აქვთ საცხოვრისი, მათ აქვთ იმის საშუალება, რომ მიმართონ ადგილობრივ რაიონულ გამგეობას და უზრუნველყოფილი იქნებიან ქირით," - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.

დღის ამბები