შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი, მაგრამ საშიში ბაქტერიები ჩვენთვის ყველაზე ხშირად გამოყენებად ნივთებში "გვისაფრდებიან", ეს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ვირუსული პანდემია მძვინვარებს.
იმისთვის, რომ მეტად დაცულები ვიყოთ ვერაგი ბაქტერიებისგან, გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დავიცვათ თავი უხილავი მტრისგან. საქმე არც თუ ისე რთულადაა, ამაში ბაქტერიოციდული ან სპირტის შემცველი სველი ხელსახოცები დაგვეხმარება.
როგორ გავწმინდოთ ყოველდღიური მოხმარების ნივთები და როგორ დავიცვათ ისინი ბაქტერიებისგან:
კომპიუტერის კლავიატურა და მაუსი - რაც არ უნდა გასაკვირი იყო, რეალობაა, რომ კომპიუტერის კლავიატურა შესაძლებელია უნიტაზზე ჭუჭყიანი იყოს. დაუჯერებელია,მაგრამ კლავიატურაზე ბაქტერიების რაოდენობა დასაშვებზე დაახლოებით 150-ჯერ მეტია.
როგორ დავასუფთაოთ კლავიატურა - ამოვაბრუნოთ, ფრთხილად დავფერთხოთ, შემდეგ ავიღოთ ბამბა, დავასველოთ ანტისეპტიკური ხსნარით და გავწმინდოთ ზედაპირი, შეგვიძლია გასაწმენდად ანტისეპტიკით დასველებული ფუნჯიც გამოვიყენოთ. სასურველია დღეში რამდენჯერმე მოხდეს კლავიატურის გაწმენდა.
გასაღები - ამ შემთხვევაში საქმე უფრი მარტივადაა, ის მასალა, რითაც გასაღები მზადდება მიკრობებს უფრო ნაკლებად იკრავს. ერთადერთი გამონაკლისი მეტალო-მიკრობებია, თუმცა ისინი საყოფაცხოვრებო პირობებში არ მრავლდებიან.
ტელეფონი - მობილური ტელეფონი საკმაოდ ბინძური ნივთია. ადამიანთა უმეტესობას მობილური ყველგან დააქვს, აბაზანაშიც კი. მობილურს ხშირად ვეხებით ხელით, რომელიც ხშირად არ არ არის დაბანილი და ის შესაძლოა ბევრი სხვა ადამიანის ხელშიც აღმოჩნდეს, ამიტომაც ის შესაძლოა 10-ჯერ უფრო ბინძური იყოს, ვიდრე დასაშვებია. ტელეფონის გაწმენდა ბამბისა და ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენებით შეგვიძლია. დღის განმავლობაში შესაძლებელია ტელეფონი რამდენჯერმე სველი ხელსახოცითაც გაიწმინდოს.
ტელევიზორის პულტი - ტელევიზორის პულტი არის ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის. მასზე არსებული რეზინის ღილაკები იდეალურად შეიწოვს ბაქტერიებს, შესაბამისად, აუცილებელია სადეზინფექციო საშუალებებით კვირაში რამდენჯერმე დავამუშავოთ პულტის ზედაპირი, ასევე, მნიშნველოვანია, რომ პულტის მოხმარების წინ ადამიანმა ხელი დაიბანოს
კბილის ჯაგრისების ჩასადები - აღნიშნული ნივთი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს, რადგან მასში მოთავსებული კბილის ჯაგრისებზე არსებული ბაქტერიები ნელნელა ილექება და ბლანტი ნადების სახით წარმოიქმნება ჯაგრისების ჩასადების ძირში. აუცილებელია კბილის ჯაგრისების ჩასადები კვირაში ერთხელ მაინც გაირეცხოს, ანტისეპტიკური ხსნარით დამუშავდეს და შემდეგ გაშრეს. აღნიშნული ჭურჭლის გასასუფთავებლად ძმარიც იდეალური საშუალებაა
ფულის ბანკნოტი - არსებობს გამოთქმა "ფული ხელის ჭუჭყიაო" - ფულს დღის განმავლობაში შესაძლოა ათასობით ადამიანი შეეხოს, ის ხელიდან ხელში გადადის. არ არსებობს სამყაროში ბაქტერია, რომელიც არ ბინადრობს ფულის ზედაპირზე. დაახლოებით 3 000-მდე ბაქტერიაა აღმოჩენილი კუპიურებზე, შესაბამისად, მან შესაძლოა უამრავი ინფექციის გავრცელება გამოიწვიოს, მაგალითად, აკნე.