20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ვინ დააკავეს ქრთამის აღებისთვის - "კურიერმა" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლების ვინაობა გაარკვია

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ოთხი თანამშრომელი, რომლებიც ქრთამის აღებისთვის დააკავეს, ამ დროისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჰყავთ გადაყვანილი. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულები, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობის შესრულების სანაცვლოდ, სხვადასხვა პირებისგან ქრთამის სახით იღებდნენ ფულად თანხას. ანტიკორუფციული სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ იდენტიფიცირებულია რამდენიმე ათეული პირი, რომლებმაც თანხა გადასცეს სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს.

სატრანსპორტო კომპანიაში მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. "კურიერმა" კი ოთხი დაკავებულის ვინაობა გაარკვია, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. ოთხ დაკავებულს შორის არის გიორგი მეშველიანი, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის #2-ე ავტობაზას ხელმძღვანელობს. 

მასთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი პირი, მათგან ორი კოლონიის სამსახურის უფროსია.

გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მათი უფლებადამცველი, არჩილ ჩოფიკაშვილი მედიასთან საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

"ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით, როცა იქნება რამე ინფორმაცია გასავრცელებელი, აუცილებლად გავავრცელებთ," - აღნიშნა ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა.

დღის ამბები