ყოფილი დეპუტატისა და თიანეთის ყოფილი მერის თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია ჰოსპიტალიზებული კვლავ მძიმეა.
ზაზა მეჭიაური მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს სადაც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მედპერსონალს და ლევან რატიანს, მადლობას უხდის, რათა თამაზ მეჭიაურის სიცოცხლის გადასარჩენად თავდაუზოგავად იბრძვიან.
ყოფილი პარლამენტარი, თიანეთის ყოფილი მერი თამაზ მეჭიაური თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანეთ მამას ჯანმრთელობის მდგომარეობა. დიდი მადლობა სამედიცინო პერსონალს ბატონი ლევან რატიანის ხელმძღვანელობით, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მადლობა ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს და ბატონ ამირან გამყრელიძეს თანადგომისთვის. მჯერა, რომ შეეწევა პატრიარქის ლოცვა და ყველაფერი კარგად დასრულდება," - წერს თამაზ მეჭიაურის ვაჟი, ზაზა მეჭიაური.
რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, სოციალურ ქსელში თამაზ მეჭიაურმა თავად გაავრცელა სტატუსი და საზოგადოებას აცნობა, რომ COVID-19 დაუდასტურდა.
"კოვიდს ვერც მე გადავურჩი, დღეს დამიდასტურდა…საკონტაქტო პირებს გთხოვთ გაიაროთ ტესტირება…პ.ს. ტანკისტობამ ვერ მიშველა, საავადმყოფოში გადამიყვანეს…," - დაწერა თამაზ მეჭიაურმა.