20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
თბილისის რამდენიმე რაიონს 6 თებერვალს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

თბილისის რამდენიმე უბანში 6 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

"თელასის" ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის, ბეთანიის, კვესეთის, სამადლოს, კოჯრის და დიდების მოსახლეობას.

ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების (ნაწილობრივ), ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), წულუკიძის, შანდორ პეტეფის, ლაღიძის, 17 შინდისელი გმირის და ძეგლევის ქუჩების მოსახლეობას.

 

დღის ამბები