20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
საჩივრები გაზრდილი გადასახადის გამო - სემეკის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა "თელმიკოში" მუშაობა დაასრულა

რატომ მიიღეს მოქალაქეებმა გაზრდილი გადასახადი კომუნალურ სერვისებზე? - სემეკის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა "თელმიკოში" მუშაობა უკვე დაასრულა. მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენლები შენობის ცენტრალურ ოფისი ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

მარეგულირებელმა კომისიამ უნდა გაარკვიოს, აქვს თუ არა ადგილი არასწორ დარიცხვებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, კომპანიები გაორმაგებული თანხით დაჯარიმდებიან.

შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, ზვიად გაჩეჩილაძე ამბობს, რომ საკითხზე - სად ჩნდება ყველაზე მეტი შეკითხვა, კომპანიის წარმომადგენლებთან განიხილეს და ისაუბრეს. 

"გავიარეთ ის დოკუმენტაცია და ინფორმაცია, რომელიც მათ უნდა მოამზადონ დღის ბოლომდე და გადმოგვცენ და მოგვცენ წვდომა და შესაბამისად, დავიგეგმეთ შემდეგი დღეების მუშაობის გრაფიკზე. ძირითად მიმართულებებზე, თუ სად იბადება შეკითხვები და სად გვაქვს ეჭვი, გავიარეთ. ეს არის აღრიცხვის მონაცემების ფორმირების მთლიანი პროცესი, ასევე, სუბსიდირების განხორციელების და ადმინისტრირების ზოგადი მიდგომა,“ - აცხადებს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, ზვიად გაჩეჩილაძე.

კომპანია "თელიკოს" შემდეგ, ჯგუფის წევრები ანალოგიურ სამუშაოებს ჩაატარებენ კომპანია "თელასშიც".

"თელმიკოსა" და "თელასში" შესვლის მიზეზი აბონენტების საჩივრები გახდა. მოქალაქეები სოციალურ ქსელში დეკემბრისა და იანვრის გაორმაგებულ გადასახადებზე წერდნენ. 

დღის ამბები