ცესკომ კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა დანერგა. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევ კონკურსში მონაწილეებს განაცხადის ელექტრონულად წარდგენა შეეძლებათ. როგორც ცესკოში ამბობენ, ახალი ელექტრონული სერვისების დანერგვა, ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს დახვეწას.
"ცესკომ შექმნა სპეციალური კონკურსებში განაცხადების ელექტრონულად წარდგენის პლატფორმა, რომელიც როგორც საოლქო, ისე საუბნო საარჩევნო კომისიების წევრობის კანდიდატებს, ცესკოს საგანმანათლებლო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ისარგებლონ ამ სერვისით. ეს სერვისი საარჩევნო ადმინისტრაციას აძლევს შესაძლებლობას, დეტალურად და ოპერატიულად დაამუშაოს სტატისტიკური მონაცემები კონკურსანტებთან მიმართებაში,"-აცხადებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ნათია იოსელიანი.