დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში იძულებით გადაადგილებულ 46 ოჯახს ბინები გადასცა.
ამ ეტაპზე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი ფართები, ყოფილ სანატორიუმ "ქართლსა" და ყოფილ სასტუმრო "ოქროს საწმისში" მცხოვრებმა დევნილმა ოჯახებმა მიიღეს.
ბინები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ჯაბა სირბილაძე ესწრებოდა.
გასულ კვირაში სანატორიუმში მცხოვრები 16 ოჯახი განსახლდა. ამ ეტაპზე კი, ბინა 17-მა ოჯახმა მიიღო.
2022 წელს, ეტაპობრივად, "ქართლში" მცხოვრები ყველა დევნილი სათანადო საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.
დევნილთა განსახლების პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს.
2022-2024 წლებში, ღირსეულ საცხოვრებელს იძულებით გადაადგილებული 13 000 ოჯახი მიიღებს.