20 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
"მოსახლეობას ვერ დავამშვიდებთ..." - რატომ არ არის უკვე არსებული 78%-იანი იმუნური ფენა საკმარისი

NCDC-ის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსზე იმუნური ფენა მაღალია, თუმცა მოსახლეობის სიმშვიდისთვის საკმარისი არ არის.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ "ომიკრონი" ხშირად გვერდს უვლის წინა შტამების გადატანითა თუ ორჯერადად ვაქცინაციის შედეგად მიღებულ იმუნიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს "ბუსტერ" დოზა. 

"ვიანგარიშეთ 2 მიდგომით იმუნური ფენა როგორია - ბოლო 9 თვის განმავლობაში გადატანილები და ორჯერადად სრულად აცრილები, და ვიანგარიშეთ ბოლო 6 თვით. თუ ბოლო 9 თვით ვიანგარიშებთ, 83.5% პლუს-მინუს 5%-იანი ვარიაბილობის ზღვარით გამოგვივიდა იმუნური ფენა, თუ ვიანგარიშებთ ბოლო 6 თვით, მაშინ ეს არის 78%, პლუს-მინუს 5%-იანი ვარიაბილობის ზღვარით.

ანუ, მაღალია იმუნური ფენა, მაგრამ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის იმუნური ფენა, რომელიც ჩამოაყალიბა გადატანილმა ვუჰანის შტამმა, "ალფა" შტამმა, "დელტა" შტამმა და, ნაწილობრივ, "ომიკრონმა", რადგან ეს 31 იანვრით იყო ნაანგარიშევი და, ასევე, იმ ვაქცინებმა, რომელთაც ჩვენ ვიყენებ. მაგრამ, იმის გამო, რომ "ომიკრონის" ერთ-ერთი თვისებაა, რომ გვერდს უვლის ვაქცინას და სხვა შტამების გადატანის შედეგად ჩამოყალიბებულ იმუნიტეტს, აქედან გამომდინარე, მარტო იმაზე რომ ჩამოვეკიდოთ, რომ იმუნური ფენა დაგვიცავს, ვერ იქნება და ამით მოსახლეობას ვერ დავამშვიდებთ. მთავარია, ყველა კვლევა ამბობს, რომ "ბუსტერია" ყველაზე სერიოზული დაცვა. ანუ, სადაც იქნება "ბუსტერი" გაკეთებული, დაცული ვიქნებით იმისგან, რომ იქნება ნაკლები ჰოსპიტალიზაცია, ინტენსიური და ნაკლები იქნება სიკვდილიანობა,"- აცხადებს გამყრელიძე. 

დღის ამბები