ენერგოკომპანია "თბილისი ენერჯი" მოსახლეობას აფრთხილებს.
"გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს (ცეო) დაგროვებას. CO კლავს!
გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა," - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.