20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა

მოსამართლე დალი მეტრეველი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას სიმსივნე ჰქონდა. 

დალი მეტრეველი 2000-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს შსს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2003-2006 წლებში გაგრის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო. 

2006-2016 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე იყო. 

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებული იყო უვადოდ.

დღის ამბები