20 ნოემბერი 2024,   15:48
ვრცლად
ძირითადად, კლინიკაში 90% წლამდე ასაკის ბავშვები არიან - მაია ჩხაიძე კოვიდ ვითარებაზე

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კვლავ მაღალი რჩება. ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების დაახლოებით 17 % ბავშვია. 100-დან 5 მოზარდს კი კლინიკაში გადაყვანა ესაჭიროება. 

მედიცინის დოქტორი, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი, მაია ჩხაიძე ამბობს, რომ შეცვლილი პროტოკოლის საფუძველზე, პაციენტების უმრავლესობას 3 დღის მერე წერენ კლინიკიდან, შესაბამისად, სამ დღეში საწოლი თავისუფლდება. 

"10 დღეზე მეტია დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით არის მომართვიანობა და ასევე გაწერებიც. მაქსიმუმი საწოლდღე არის სამი დღე. ხშირად, 48 საათშიც არიან პაციენტები გასაწერები. ზოგადად, რასაც ვხედავთ, ომიკრონი მიმდინარეობს მსუბუქად, ამიტომ, ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები დაცულია სასწრაფოს მიერ. ძირითადად, კლინიკაში 90% არის წლამდე ასაკის ბავშვი," - ამბობს მაია ჩხაიძე.  

 

დღის ამბები