20 ნოემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ბრიტანეთი საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს ქვეყნის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, ბრიტანელმა მოქალაქეებმა ქვეყანა დაუყონებლივ უნდა დატოვონ, ბრიტანეთიდან უკრაინაში გამგზავრებისგან კი თავი შეიკავონ.  

საგარეო უწყების განცხადებით, ამ დროისთვის უკრაინაში ბრიტანეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე იმყოფება.

უფრო ადრე, უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა საკუთარ მოქალაქეებს აშშ-ს პრეზიდენტმაც. 

რუსეთმა არაერთხელ უარყო უკრაინაში შეჭრის გეგმა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვართან 100 000-ზე მეტი ჯარისკაცია განლაგებული.

დღის ამბები