რუსთავში ვაქცინაციის აუცილებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ამჯერად, ინფორმაცია იმუნიზაციის მნიშვნელობასა და ფულადი წახალისების ინიციატივაზე ბაგა-ბაღების თანამშრომლებს მიაწოდეს.
რუსთავში ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების 22 ფილიალი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. სააღმზრდელო პროცესის აღდგენას 15 თებერვლიდან გეგმავენ. რუსთავში ბაგა-ბაღების თანამშრომლების 60%-ია ვაქცინირებული.