გარდაიცვალა როსტომ საგინაშვილი. მომღერალი და მუსიკოსი, რომლის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" კოსმოსში გაიგზავნა.
ინფორმაციას ანსამბლ "შავნაბადას" ხელმძღვანელი, დათო ცინცაძე პირად "ფეისბუქ" გვერდზე აქვეყნებს.
"გარდაიცვალა როსტომ საგინაშვილი - კაცი, რომლის შესრულებული ჩაკრულო გაიგზავნა კოსმოსში! ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ საქართველოს.
ვწუხვარ, რომ ჩვენგან წავიდა გამორჩეულად ლეგენდარული ადამიანი, რომელთან დიდი მოგონება და თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა," - წერს დათო ცინცაძე.
შეგახსენებთ, როდესაც ამერიკის კოსმოსური სააგენტო კოსმოსში გასაგზავნ სიმღერებს არჩევდა, მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მხოლოდ ერთი სიმღერა შეარჩია და ის როსტომ საგინაშვილის მიერ შესრულებული "ჩაკრულო" იყო.