საქართველო საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცევა - BBC, The New York Times, Forbes, Independent, Sunday Times და Sueddeutsche - ეს ის მედია საშუალებებია, რომელთა ჟურნალისტებიც უკვე საქართველოში იმყოფებიან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, მედიის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეს მოინახულებენ. ისინი ისტორიული ადგილებისა და ქართული კულტურის შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.
პრეს-ტურის მიზანი ევროპის, აშშ-ისა და ისრაელის ტურისტულ ბაზრებზე საქართველოს პოპულარიზაციის გაზრდაა.