პარლამენტი დღეს საქართველოს ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ანგარიშსაც მოუსმენს. დავით ნარმანია საკანონმდებლო ორგანოში კომისიის საქმიანობაზე დეტალურად ისაუბრებს.
მათ შორის კითხვები შეეხება "თელასსა" და "თელმიკოში" მიმდინარე შემოწმებას. ნარმანიას განცხადებით შესაბამისი ჯგუფი საბოლოო დასკვნას 3 მარტისთვის წარმოადგენს.
საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია ამბობს, რომ 2020 წლის ანგარიში ეხება, როგორც ელექტროენეგრიას ისე ბუნებრივ აირს და წყალმომარაგებას.
"2020 წლის ანგარიში საუბარია, სამივე სექტორზე, როგორც ელექტროენერგია ასევე ბუნებრივი აირი და წყალმომარაგების სექტორებში არსებული მდგომარეობაზე.
ასევე მარეგულირებელი კომისიის მიღებულ იმ მარეგულირებელ აქტებზე, რომლებიც ბაზრის გახსნის რეფორმის ფარგლებში ახლებურად დაარეგულირებს ელექტროენერგეტიკულ სექტორს,"- აცხადებს დავით ნარმანია.