20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ეს იყო თაღლითების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო კეზერაშვილთან, გამწარებულმა დააფინანსა ე.წ ანტიკორუფციული მოძრაობა - პრემიერი ქოლ-ცენტრების საქმე

საქართველოს პრემიერ მინისტრმა "ღამის კურიერში" ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს იყო თაღლითების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო დავით კეზერაშვილთან:

"მე ამის თაობაზე გავიგე საგამოძიებო სამსახურებიდან, როცა მათ გახმაურებული შემთხვევები გამოიძიეს და ამაში ჩართულნი იყვნენ ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურები და ჩვენ ერთობლივი ოპერაციები განვახორციელეთ და ძალიან ბევრი ადამიანი მივეცით პასუხისგებაში. ეს იყო თაღლითების ჯგუფი, რომელიც დაკავშირებული იყო კეზერაშვილთან და ეს ყველამ კარგად იცის. იგი ოპერირებდა არა მხოლოდ საქართველოში არამედ ევროპაში და ამის შემდეგ გამწარებულმა დააფინანსა ე.წ ანტიკორუფციული მოძრაობა. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ ლამაზად ჟღერს რომ ყველაზე დიდი კორუმპირებული აფინანსებს ანტიკორუფციულ მოძრაობას. ბუნებრივია მათი სს აჟიოტაჟი და მათი ეს ხმაური გასაგები იყო საიდანაც მომდინარეობდა. ეს იყო ერთგვარი შურისძიება, მაშინ რაც გამოვააშკარავეთ მისი თაღლითური სქემები და კავშურები, იმიტომ რომ ის ნაძარცვი ფულით აფინანსებდა პოლიტიკურ პარტიებს. ეს სქემა რომ გამოვლინდა, გაიშიფრა და დაიჭირეს ჩვენმა საგამოძიებო სამსახურებმა მისი თანამშრომლები, ამის შემდეგ მოხდა ამ შოუს დადგმა, გარკვეული მასხარების მიერ. ეს იყო, სხვა არაფერი. ახლა მე დავავალე ფინანსთა სამინისტროს საგამოხიებო სამსახურს,  რომ ყველა ასეთი ქოლცენტრის მუშაობა იქნას შესწავლილი ზედმიწევნით და თუ მსგავსი რამე იქნება აღმოჩენილი, იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები