20 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა - მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღეა. თარიღთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში. 

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული. საბჭოთა ოკუპაციიდან 101 წელი შესრულდა. 

სახელმწიფო დროშა დაეშვა პარლამენტის შენობაზეც. ოკუპაციის ასეულ-ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად ამ დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.

1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის წითელმა არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფლება დაამხო. 

დღის ამბები