27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
შეტევა ოდესის ოლქზე - გუბერნატორის თქმით, სარაკეტო თავდასხმა ავიაციისა და ხომალდების მხრიდან განხორციელდა

ოდესის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტზე ავიაციისა და ხომალდების მხრიდან სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ მარჩენკო ავრცელებს. დაჭრილია ორი ადამიანი.

ოლქის გუბერნატორის თქმით, დღეს ადგილობრივი დროით 14:00 საათზე თავდასხვა განხორციელდა სხვა დასახლებაზეც:

"მტერმა ასევე გახსნა ცეცხლი საზღვაო არტილერიიდან სხვა დასახლებაზე, 90-მდე ჭურვი გამოიყენეს," - აცხადებს მაქსიმ მარჩენკო.

დღის ამბები