26 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრა იყო ელექტროშოკი NATO-სთვის, რამაც ახალი სტრატეგიული სიცხადე შესძინა ალიანსს, რომლის დანაკლისსაც განიცდიდა.

"მე ყოველთვის მიმაჩნდა, რომ ჩვენ გვჭირდება სტრატეგიული სიცხადე და ახლა ამ პროცესში ვართ," – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერი არ გამორიცხავს კიევში ვიზიტსაც. თუმცა, აღნიშნავს, რომ მისი პრიორიტეტი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დისკუსიების გაგრძელებაა.

დღის ამბები