27 მაისი 2024,   02:47
ვრცლად
უგზო-უკვლოდ დაკარგული 200 ადამიანი, ასობით მოკლული და დაჭრილი მშვიდობიანი მოქალაქე და მიწასთან გასწორებული შენობები - "კურიერი" ქალაქ ბოროდიანკიდან

ბუჩას შემდეგ, ქალაქი ბოროდიანკა, სავარაუდოდ კიდევ უფრო მეტი მსხვერპლით და მეტი ნანგრევებით, სადაც აგრესორის სისასტიკე უსაზღვროა. რუსული სპეციალური ოპერაციის ეგიდით დაბომბილი სკოლები, საბავშვო ბაღები, დანგრეული საცხოვრებელი სახლები და ქუჩებში მიმოფანტული საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლებიც 42 დღის წინანდელ მშვიდობაზე მიანიშნებენ.

ბოროდიანკა არის ქალაქი კიევთან ახლოს, 60 ათასიანი მოსახლით. ის იყო პირველი დასახლება, რომელიც რუსეთმა დაბომბა. დღეს კი რუსული არმიისგან თავისუფალი, მაგრამ სრულად განადგურებულია.

სახლი, სადაც ბევრი ბავშვიც ცხოვრობდა, აღარ არსებობს. ნანგრევებში 200-ამდე ადამიანს ეძებენ.

ცოცხლად გადარჩენილი მოქალაქეები კი, ნანგრევებიდან ახლა საკუთარი ნივთების გამოტანას ცდილობენ, ასეთი ბევრი არ არის, რადგან ბოროდიანკაში ფაქტიურად მთელი შენობა აღარ დარჩა.

ქალაქში არსებული სურათიდან ადვილი მისახვედრია, აგრესორებმა ბოროდიანკას მიწასთან გასწორება და ადამიანების ხოცვა რომ დაასრულეს, ძეგლებსაც დაუწყეს სროლა.

დღის ამბები