26 მაისი 2024,   22:03
ვრცლად
საპარლამენტო კონტროლი საჯარო დაწესებულების მხრიდან საჯარო ინფორმაციების ხელმისაწვდომობაზე - დეპუტატები კანონის განახლებაზე მუშაობას იწყებენ 

რამდენად ეფექტურად ხორციელდება საპარლამენტო კონტროლი საჯარო დაწესებულების მხრიდან საჯარო ინფორმაციების ხელმისაწვდომობის ამსახველ ანგარიშებზე და რა უნდა შეიცვალოს ამ კუთხით - თემაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ, სადაც აღნიშნულ საკითხზე მომზადებული დასკვნა განიხილება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ რამდენიმე მიმართულებით იქნება გასააქტიურებელი მუშაობა, მათ შორის დახვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსი.

"დავინტერესდით გასულ წელს ამ საკითხით თუ რამდენად აკურატულად და რამდენად სრულფასოვნად და ზედმიწევნით სრულდება ყველა საჯარო დაწესებულების მხრიდან ასეთი ანგარიშგების ვალდებულება.

რამდენიმე მიმართულებით იქნება გასააქტიურებელი მუშაობა, მათ შორის ისეთი მიმართულებებით როგორიც არის მაგალითად დახვეწა არსებული საკანონმდებლო ჩარჩოსი, რომელიც ერთგვარად მოძველებულიც შეიძლება იყოს. ინსტიტუციური მექანიზმებიც იქნება განსავითარებელი საიმისოდ, რომ რეალურად ანგარიშგება იყოს ზედმიწევნით აკურატული," - განაცხადა მიხიელ სარჯველაძემ.

დღის ამბები