26 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება - ზელენსკი

რუსეთის მიერ შავი ზღვის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ჟურნალ "თაიმის" ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ჟურნალმა უკრაინის პრეზიდენტი ილონ მასკთან, ბორის ჯონსონთან და ჯო ბაიდენთან ერთად, მსოფლიოს 5 ყველაზე გავლენიან ადამიანებში შეიყვანა.

ზელენსკის თქმით, ახლა მთავარი კითხვა არის, როდის დასრულდება რუსეთის ომი უკრაინაში. "რატომ არ არის ამ კითხვაზე ამ დრომდე პასუხი? რატომ არ ჰყოფნის ამისთვის ჩვენი გავლენა? დროა, ვიყოთ გავლენიანები 100 პროცენტით. ჩვენ, შეგვიძლია ტირანიის დამარცხება. რატომ არ შეგვიძლია სისხლისღვრის შეჩერება? რატომ არ მუშაობს სრულად ჩვენი გავლენა? ფართომასშტაბიანი ომის 105 დღის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინული ქალაქების წინააღმდეგ 2 600-ზე მეტი სხვადასხვა რაკეტა გამოიყენა. იარაღი და სანქციები, ასევე ვაქცინაა "კოვიდ22 - ის" წინააღმდეგ, რომელიც რუსეთმა მოიტანა. სიძულვილი არის ვირუსი და ის კიდევ უფრო მომაკვდინებელია, ვიდრე "კოვიდ - 19". იგი ვრცელდება პროპაგანდის, მკვლელების, დაუსჯელობის საშუალებით, რუსული ნავთობის საშუალებით, რომელიც ჯერ კიდევ წარმოდგენილია გლობალურ ბაზარზე. ფულის საშუალებით, რომელიც ჯერ კიდევ მოძრაობს გლობალურ ფინანსურ სისტემასა და რუსულ ბანკებს შორის. მსხვილი კომპანიების საშუალებით, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ რუსული ბაზრიდან მიღებულ ფულზე ბევრი სისხლი არ არის, იმის მიუხედავად, რომ ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა. რატომ არ არის ამ კითხვაზე ამ დრომდე პასუხი? ნუთუ ჩვენ მშიშრები ვართ? არა. ჩვენ შეგვიძლია ტირანიის დამარცხება. ჩვენ შეგვიძლია, შევაჩეროთ შანტაჟი",-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი

დღის ამბები