30 დეკემბერი 2024,   21:22
ვრცლად
თავდასხმა მონტენეგროში - ქალაქ ცეტინიეში მამაკაცმა ქუჩაში გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, დაღუპულია მინიმუმ 11 ადამიანი, მათ შორის ბავშვები

მონტენეგროს ქალაქ ცეტინიეში, მედოვინას დასახლებაში 34 წლის მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო სროლა დაიწყო, რის შედეგადაც დაიღუპა 11 და დაიჭრა 6 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის არიან პოლიციელი და ბავშვებიც. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი, რის შემდეგაც თავდამსხმელი ქუჩაში გამოვარდა და უმისამართო სროლა დაიწყო.

ამ დროისთვის თავდამსხმელი, 34 წლის ვუჩკა ბორელოვიჩი ლიკვიდირებულია. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ის პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს თუ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

დღის ამბები